ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია

ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი აჰმად ხან რაჰამი პოლიციამ ნიუ-ჯერსის ქალაქ ლინდენში დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავცელებს.
ეჭვმიტანილი პოლიციასთან ორიმხრივი სროლის შედეგად დააკავეს.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებსთან დაკავშირებით 28 წლის აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. .
აჰმად ხან რაჰამი წარმოშობით ავღანელია.
შეგახსენებთ, მანჰეტენის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილის მახლობლად კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

იტვირთბა....