ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: „საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან გვაქვს საქმე“

თბილისის მერი დავით ნარმანია  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ გაიზრდება, უარყოფს.

ამ განცხადებით მერი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ეკოლოგიის სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ 91-ით გაიზრდება.

”საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, ჯერ დოკუმენტი არ დასრულებულა. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც, როგორც ჩანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან გვაქვს საქმე, ისევე, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში”, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ 91-ით გაიზრდება. ის ამბობდა, რომ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის პროექტი საკრებულოში უკვე შესულია.

 

იტვირთბა....