„ამ კაცს პატრონ-მყვარებელი არავინ შერჩა?! ურჩიეთ რამე: თუ მე ამიწყვია-დამიკომპლექტებია პარტია და ახლა მევე ვუშლი, მაშინ გამოდის რომ ჩემი პარტია ყოფილა და ეგ ვიღას დაკარგვია“- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს.
„ამ კაცს პატრონ-მყვარებელი არავინ შერჩა?! ურჩიეთ რამე: თუ მე ამიწყვია-დამიკომპლექტებია პარტია და ახლა მევე ვუშლი, მაშინ გამოდის რომ ჩემი პარტია ყოფილა და ეგ ვიღას დაკარგვია. თვითონ რომ სხვისი დანამატია, ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება 20-25 წლის ახალგაზრდები დამოუკიდებელნი იყვნენ და საკუთარი ღირსების და სინდისის ხმით იღებდნენ გადაწყვეტილებას. ეს განსხვავებაა ბურჭულაძეს და ახალ თაობას შორის!“- წერს ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი, გიორგი თაქთაქიშვილი, რომელმაც დღეს პარტია დატოვა,სუს-ის თანამშრომელის ნათესავია. მისივე თქმით, ამავდროულოად ის ლაგაზიძის შვილობილია, სადაც ლაგაზიძე წავიდა თაქთაქიშვილიც თავისთან წაიყვანა.