ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკში მომხდარი აფეთქებები შესაძლოა ტერორისტული ქსელის არსებობაზე მიუთითებდეს. ინფორმაციას ამერიკელი გამომძიებლები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-ჯერსიში, დღეს, სანაგვე ურნაში გამვლელებმა ზურგჩანთა იპოვეს, რომელშიც 5 ბომბი იყო მოთავსებული. ერთი მოწყობილობა იმ დროს აფეთქდა, როდესაც ის რობოტს უნდა გაენადგურებინა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნიუ ჯერსიში აფეთქება შაბათსაც მოხდა, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში ბომბები ნიუ-იორკში მანჰეტენზეც აფეთქდა. შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.
ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. თუმცა, საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის კვალი ვერ დაადგინა.