ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სასამართლოში ამის თაობაზე ჩემი ჩივილი თბილისურად არ იქნება ლამაზი“

„არ მესმის ამ ადამიანს ყველაფერი ეპატიება? რაც თავში მოუვა, ყველაფერი უნდა ილაპარაკოს? მე მისგან ასეთი მოპყრობა არ მომწონს. ერთხელ გამეცინა, მეორედ გამეცინა, ცოტა მიხედოს თავის საუბარს. ცოტა კულტურულად მოიქცეს, ეს დაუსჯელად არ უნდა დარჩეს“, – ამის შესახებ გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ბურჭულაძემ ივანიშვილისგან გვერდში დგომის სანაცვლოდ დიდი თანხა მოითხოვა.

„ასიათასობით ადამიანი იმედის თვალით მიყურებს, ეს ადამიანი კი გამოდის და ამბობს, რომ მას ფული მოვთხოვე. ეს დაამტკიცოს ან ბოდიში მოიხადოს.

მე სასამართლოში მომჩივანი არ ვარ. ივანიშვილისგან განსხვავებით თბილისში გაზრდილი ვარ და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა. ახლა სასამართლოში ამის თაობაზე ჩემი ჩივილი თბილისურად არ იქნება ლამაზი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ “TV პირველის“ ეთერში.

იტვირთბა....