„უკეთესი იქნებოდა „სოსიეტე ჟენერალი” ბაზარზე დარჩენილიყო „ – ასე ეხმაურება „ბანკ რესპუბლიკის” ყოფილი მფლობელი, საბანკო სექტორში უმსხვილეს გარიგებას, რომლის მიხედვით „თიბისი ბანკმა” ბანკ რესპუბლიკის” აქციები „სოსიეტე ჟენერალისგან” 315 მილიონ ლარად გამოისყიდა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ზოგადად 2008 წლის შემდეგ საბანკო ვექტორები შეიცვალა. მათ შორის ევროპაშიც ზოგი ბანკი აჩერებს საქმიანობას, ზოგი კი ააქტიურებს და ეს მხოლოდ საქარველოს პრობლემა არაა. პაპაშვილი ამბობს, რომ „სოსიეტე ჟენერალი” ხუთივე კონტინენტზე მოთამაშე საბანკო გიგანტია და სამწუხაროა მისი ბაზრიდან გასვლა თუმცა ეს ჩვეულებრივი მოვლენა და კომპანია თავისებურად აფასებს რეგიონის რისკებს.
პაპაშვილი თქმით საბანკო სექტორში ორი მოთამაშის გამსხვილების მომხრე არ იყო თუმცა ამდაგვარი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს. „ძალიან განვითარებულ ქვეყნეში ფიქსირდება ასეთი ფაქტები, მაგალითად ისრაელში ორი მსხვილი მოთამაშეა თუმცა ვფიქრობ ბაზრისთვის უკეთესი იქნებოდა სოსიეტე დარჩენილიყო რომ კონკურენცია ყოფილიყო” აცხადებს პაპაშვილი.
თიბისი ბანკი “ბანკი რესპუბლიკის” აქციების 93.7 %-ს (“სოსიეტე ჟენერალის” 100 %-იანი წილი) 315 მილიონ ლარად გამოისყიდის. ამ თანხის 70 % გადახდილი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30 % თიბისი ბანკის ახლადგამოშვებული აქციებით.
“ბანკი რესპუბლიკა” 1991 წელს დაფუძნდა, 2006 წელს ფრანგულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა” ბანკ რესპუბლიკის” აქციების პაკეტის 60% შეიძინა. მოგვიანებით 2009 წელს კი, ჯგუფმა თავისი წილი 80%-მდე გაზარდა.
წყარო: “ბიზნესკონტაქტი”