ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა”

„ქართული ოცნების“ ბრალდებას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგო რატიანი ეხმაურება. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში პროვოკაცია მოაწყვეს.

როგორც რატიანი ამბობს, „ქართული ოცნება“ დიდ ტყუილად იქცა.

„როდესაც სახელისუფლებო პარტია აგებს, მესმის, რომ მისი აღმასრულებელი მდივანი ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამება არის, ქართული ოცნება საბოლოოდ დიდ ქართულ ტყუილად ჩამოყალიბდა,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, დღეს  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა დღეს გამთენიისას, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში პროვოკაცია მოაწყვეს.

“ნაციონალური მოძრაობის სამი აქტივისტი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში. ესენი იყვნენ სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრები, ერთ-ერთი უბნის კოორდინატორი იყო. ორ მათგანს ქართული ოცნების მაისურები ეცვა, ორივე მათგანს ქამარში პისტოლეტები ჰქონდათ ჩადებული. როგორც გაირკვა, პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება, შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, რომ თითქოს ქართული ოცნების შტაბებში შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილებების ადამინები იკრიბებიან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

იტვირთბა....