ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გუბაზ სანიკიძემ ფული ვერ იშოვა და მაკრიტიკებს”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძეზე საუბრისას  ამბობს, რომ სანიკიძემ პოლიტიკაში ფულის შოვნა ვერ შეძლო და ივანიშვილს სწორედ ამის გამო აკრიტიკსებს.

”რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”. კოალიციის პარტნიორი იყო. უშუალოდ გუბაზისთან, ვთქვათ მოკლედ, პირადი კონფლიქტი არასოდეს მქონია. გადმოხტა და ისეც ცუდად მომიხსენიებს. ამ დროს ნახეთ მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მილიონერი უნდა გახდეს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეკავა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მაგრამ ვერ იშოვა. ახლა ესენიც ჩემს წასვლას ნატრობენ, ცუდად მომიხსენიებს. მე ვიყავი ლიდერი, როცა დამკვიდრდა ის ფასეულობები, რომ პოლიტიკა ფულის საკეთებელი არ არის. შენი ადგილი კარგად უნდა გაიგო. პოლიტიკაში თუ ხარ და დიდი ადგილი გიჭირავს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა, რომ კანონს პატივი სცე, შენ გაქვს. ვისაც ამას სთხოვენ, სულ ყველა გამოდის და მაგინებს”.- აცხადებს ივანიშვილი.

იტვირთბა....