ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პროკურატურის მუშაობა არ არის იდეალური, უნდა დაიხვეწოს“

ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრებს აგრძელებს. სამცხე-ჯავახეთში მიმიდნარე პრესკონფერენციაზე, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ პროკურატურის მუშაობა იდეალური არ არის და მისი მუშაობა უნდა დაიხვეწოს:

”პროკურატურა მძიმედ მუშაობდა პირველ წელს, რადგან კუბლაშვილი მართავდა ისევ სასამართლოს. პროკურატურას კრიმინალის დაკავების უფლებასაც არ აძლევდა სასამართლო პირველ წელს. ყველაზე მძიმე ეტაპი იყო, რომ პროკურატურაში მიმდინარეობდა კადრების შეცვლა, დალაგება. ეს არ არის პოლიცია, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან მიიყვანო კადრი. პროკურატურას სჭირდება პროფესიონალი.ეს პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო. პროკურატურის მუშაობა დღესაც არ არის იდეალური და ვერც იქნება, უნდა დაიხვეწოს მისი მუშაობა და ქმედითუნარიანობა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იტვირთბა....