ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 23%-ით შემცირდა

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1968 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 317 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 1652 მლნ. აშშ დოლარი, რაც 5 პროცენტით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ავრცელებს.

საქსტატის ცნობით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 28 პროცენტი.

სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია დსთ-ის ქვეყნებთანაც. 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 1624 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 429 მლნ. აშშ დოლარი (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1195 მლნ. აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 22 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 33 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი. 2016 წლის იანვარ-აგვისტოში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აგვისტოში 19 პროცენტი). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.

იტვირთბა....