ნიუ-ჯერსიში მორიგი აფეთქება მოხდა- რკინიგზის სადგურის მახლობლად საეჭვო პაკეტი აფეთქედა, რომელიც სავარაუდოდ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.
ქალაქის მერის განცხადებით, აფეთქების შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.
ასაფეთქებელი მოწყობილობა რკინიგზის სადგურთან აღმოაჩინეს და ის შაბათს, ზღვისპირა პარკთან მომხდარი ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსია.
მომხდარს ნიუ-იორკის გუბერნატორმა ტერორისტული აქტი უწოდა.