ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების” მაისურებში გადაცმული ენმ-ის წევრები ჩვენს საარჩევნო შტაბში მივიდნენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი  ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

კობახიძის თქმით გუშინ გამთენიისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საარჩევნო შატბში პროვოკაციების მოწყობა სცადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამი აქტივისტი შევიდა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში, აქედან ორი აქტივისტი იყო სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრი, ერთ-ერთი უბნის კოორდინატორი, ორ მათგანს ეცვა „ქართული ოცნების“ მაისურები და ორივეს ჰქონდათ ჩადებული ქამარში პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული ადამიანები და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ცვლის მოქმედების სტილს. ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა, აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად აღარ აქვთ. სამართლადამცავი ორგანოების წარმომადგენლები ადგილზე გაერკვნენ ვითარებაში, მოხდა პირთა იდენტიფიცირება. მათ შორის იდენტიფიცირებულია მათი პარტიული კუთვნილება. ერთ-ერთ მათგანს თან ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია 2016 წელს. ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, იქ უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, პრევენცია მოვახდინოთ. დეტალებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, ჯერჯერობით სრულად ვახერხებთ ამ ყველაფერს და ასე გვინდა გავაგრძელოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ არც ერთი პროვოკაცია არ შედგეს”.- განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....