ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, საბურთალოს, ნაძალადევის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან, 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის და ბჟოლეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანდორ პეტეფის, ლაღიძის, წულუკიძის და კაკაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....