ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი არის მატყუარა და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოვითხოვ”

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს. ბურჭულაძის თქმით, უზნეობაა და უკანონობაა სხვა ადამიანების წერილების კითხვა და პირადი საუბრების მოსმენა და შემდეგ საჯარო სივრცეში გამოქვეყნება.

“ივანიშვილი არის მატყუარა და მოვითხოვ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას, იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა. უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების ტირაჟრებას. ჩვენ მრავალი წელია ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მთელი ქვეყანა აქციოს ორღობედ, სადაც ვინ როგორ ჭორს მოყვება ის იქნება მთავარი. ზეწოლა ჩემზე და ჩემ მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას. მათზე ვინც მხარს უჭერენ ჩვენს იდეას – სახელმწიფო ჩადგეს ხალხის სამსახურში. ეს ერთის მხრივ, ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და შევძელით საუკეთესო და კომპეტენტური გუნდის ორგანიზება, რომელსაც აქვს მზარდი რეიტინგი, მაგრამ მეორეს მხრივ აღნიშნული ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცდება“.-განაცხადა ბურჭულაძემ.

იტვირთბა....