ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში პუტინის “ЕДИНАЯ РОССИЯ” ლიდერობს

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის პარტია “Единая Россия” ლიდერობს.

ამ დროისათვის, მმართველ პარტიას ხმების 54.28 % აქვს, მეორე ადგილზეა პარტია “КПРФ” ხმების 13.61 %-ით, მესამეზე კი, ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტია “ЛДПР” ხმების 13.37 %-ით.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ დაბალი, 48.7%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

BBC-ის ცნობით ლიბერალურ ოპოზიციურ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.

ვლადიმირ პუტინის თქმით, მისმა პარტიამ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.

იტვირთბა....