სამი ადამიანი დაშავდა ავტოავარიის შედეგად ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე. დაშვებულთაგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რამაც ავარია გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.
იტვირთბა....

