სტამბოლში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებს სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
დაკავებულები წარმოშობით აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის ზოგიერთი მანამდე სირიაში ექტრემისტების რიგებში იბრძოდა.
ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ 23 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარა.
იტვირთბა....