ახალი ამბები სამართალი

გლდანში საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ცეცხლი გაჩენის მიზეზი უცნობია

გლდანში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩენის შედეგად დაიწვა  25 კვადრატული მეტრის ფართობი, მათ შორის საოჯახო ტექნიკა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო ეკიპაჟი.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო  ადასტურებს.

იტვირთბა....