ცოტა ხნის წინ ბარსელონაში აფეთქება მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას Independent ავრცელებს. არსებული მონაცემებით დაღუპულია 1 და დაშავებულია 14 ადამიანი. 2 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია საშუალო ხნის ქალბატონი, რომელიც შენობის მეორე სართულზე მდებარე ბინაში ცხოვრობდა.
ამ დროისთვის შენობა, რომელშიც აფეთქება მოხდა და მისი მიმდებარე ტერიტორია ევაკუირებულია.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

