ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ-იორკში აფეთქებას საქართველოს მოქალაქეებიც შეესწრნენ

ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებას შეესწრნენ ამერიკაში მცხოვრები ქართველები. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტიდან მალევე შემთხვევის ადგილზე პოლიციის ბრიგადების მობილიზება მოხდა, გადაიკეტა ახლომდებარე ქუჩები.

“7-8 საათი იქნებოდა, რამდენიმე წუთის გავლილი მქონდა ის ადგილი. ატყდა უცნაური ხმაური, უცებ გაჩნდა პოლიციის დიდი რაოდენობა. გადაიკეტა გზები. დიდი პანიკა არ იყო ქალაქში, მაგრამ იყვნენ შეშინებული ადამიანები,”- აცხადებს ზვიად ხუჯაძე.

აფეთქებას ნიუ-იორკში უკვე უწოდეს წინასწარ განზრახული ქმედება, სამართალდამცავების განმარტებით აფეთქება სისცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა, თუმცა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში 30 ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილი კვლავ გადაკეტილია. მომხდარის შესახებ საგამოძიებო ორგანოები დეტალურ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მისცემია.

“რუსთავი 2”

იტვირთბა....