რუსეთში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. მონაწილეობას 14 პარტია იღებს. სახელმწიფო სათათბიროში მანდატების მოსაპოვებლად პოლიტიკურმა ძალებმა 5 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ.
საარჩევნო უბნები არამხოლოდ რუსეთის მასშტაბით, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ანექსირებულ ყირიმშიც გაიხსნა.
უკრაინის ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ აღიარონ რუსეთში ჩატარებული არჩევნები, რადგან ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობის ხმები არ შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს.