“ნაციონლური მოძრობის” მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლეს, ოლგა ჩურკანოვას ბრალი წარუდგინეს.
კერძოდ, საქმე ეხება საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც ოლგა ჩურკანოვამ უბნებზე გამწესებელი უპარტიო წევრების სიის შენობიდან გატანა სცადა.
როგორც ჩურკანოვა აცხადებს, კონკურსის წესით შერჩევის ნაცვლად კანდიდატები სუს-ის მიერ იყო შერჩეული და კომისიას სია ქართული ოცნების წარმომადგენელმა მიაწოდა. ამავდროულად, ჩურკანოვას თქმით, მეუღლის “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირის გამო პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
“ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ,”- აცხადებს ოლგა ჩურკანოვა. გოროზიას მეუღლე ამბობს, რომ ოცნების წევრმა ელგა ცანავამ მას როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება 125-ე ცემა-ძალადობის მუხლით დაიწყო.