თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნოდარ ტაბიძე წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.
ნოდარ ტაბიძემ ბიძის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა. ასევე, იყო გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმის მთავარი კონსულტანტი და დიდი წვლილი მიუძღვის მის განვითარებაში.
ნოდარ ტაბიძე დაჯილდოებული იყო გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებით.