ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე აცხადებს, რომ დემურ სტურუას მიერ დატოვებული წერილი შესაძლოა გაყალბებული იყოს.
წერილი, რომელიც საქმეში დევს შესაბამისი ანალიზისთვის სპეციალისტებს წარუდგინა, რომლებიც ამბობენ, რომ წერილში ორი კალიგრაფია იკვეთება.
ადვოკატის ვერსიით, შესაძლებელია წერილში გოდერძი თევზაძის სახელი და გვარი დემურ სტურუას ოჯახის ნებისმიერ წევრს, უფრო ზუსტად კი გარდაცვლილის ძმას ჩაემატებინა, რადგან, სტურუებს წლების განმავლობაში სამართალდამცველებთან გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა. გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ ჩაბარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თევზაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.