არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე სავაჭრო ცენტრში მდებარე ბანკების ფილიალებში 2 ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომლებმაც ფული წაიღეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. თავდასხმისას ისმოდა სროლის ხმაც.
მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.