“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ე.წ. მესაზღვრეების მიერ 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება დაკავებულის გასათავისუფლებლად:
”ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ სობისის მცხოვრები არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი დააკავეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.