საოკუპაციო ძალებმა 17 წლის ჯონი ჩოჩიშვილი გორში, სოფელ ბერშუეთთან, სავარაუდოდ, კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრლადებით დააკავეს.
ოჯახმა მასთან დაკავშირება მას შემდეგ სცადა, რაც ბავშვმა სასწავლებლიდან დაბრუნება დააგვიანა, თუმცა ტელეფონს უკვე რუსმა ძალოვანებმა უპასუხეს.
მათი ინფორმაციით, ჯონი ჩოჩიშვილი წინაგარაში რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს. ე.წ. ჯარიმასთან დაკავშირებით ოჯახს ამ დრომდე არავინ არ დაკავშირებია.