ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა გვარამიამ გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა

 

შსს-ში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის დაკითხვა სატელეფონო მიყურადების საქმეზე ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 გვარამიას  განცხადებით, გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა:

„არავინ კითხავს რიგით გამომძიებელს, გინდა რიგით პროკურორს, შედეგი დადგება თუ არა საქმეზე. ეს მოსმენა განხორციელებულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ და საკუთარ თავს ესენი არ დასჯიან. შემდეგი მთავრობა გამოიყენებს ამ გამომძიებლის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და არ გამოვრიცხავ ამავე გამომძიებელმა დაკითხოს მისივე გამომძიებელი,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამდე  დაკითხვაზე სამ საათზე მეტ ხანს შსს-ში “სახელმწიფო ხალხისთვის”  ლიდერი, პაატა ბურჭულაძე, იმყოფებოდა. ბურჭულაძე  ორშაბათს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.

იტვირთბა....