“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე მივიდა.
გვარამიას მისვლამდე შსს-ში გამოცხადდა პაატა ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელების საკითხზე კითხავენ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.