ახალი ამბები მთავარი

“ჩვენ ამ მემორანდუმს ხელს არ ვაწერთ”

 

მმართველი გუნდის ინიციატივაზე სამშვიდობო მემორანდუმის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის ” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა “კურიერის”  პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

“ჩვენ ამ მემორანდუმს ხელს არ ვაწერთ რადგან იგი გახლავთ ზღვარს გადასული ცინიზმის ნაირსახეობა. ეს არის დაახლოებით იმ გვარის, რომელიც ივანიშვილმა ამასწინათ ბრძანა თავის სატელევიზო გამოსვლაში და სამძიმარი გამოგვიცხადა შეუსრულებელი დაპირებების გამო. ვინ უნდა მოაწეროს სამშვიდობო მემორანდუმს ხელი, ჩვეენ, მე დაზარალებულმა?  ივანიშვილმა განგვაიარაღა ოპოზიციური ძალები, მაშინ როდესაც არ წავიდა საარჩევნო რეფორმაზე, არ გააუქმა მაჟორიტარ კანდიდატთა კორპუსი,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებზე პარტიებს სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.

იტვირთბა....