” ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგლა ბარამიძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში “ქართული ოცნების” შემოთავაზება წინასაარჩევნოდ მემორანდუმის გაფორმების შესახებ შეაფასა:
„მოაწერ თუ არ მოაწერ, ეგ სხვა საკითხია, მთავარია ხელმოწერილი როგორ შესრულდება, მშვიდობის მემორანდუმი, ტრაქტატი გამიგია, ომის პერიოდში ვართ, რომ მშვიდობის დოკუმენტები ვაანონსოთ? დღევანდელი ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, უსასოებისგან აღარ იციან რა „ნოვაცია“ მოიფიქრონ,“- განაცხადა ბარამიძემ.
ამავდროულად, მისი თქმით, არ გამოირიცხება პარტიამ ხელი მოაწეროს.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად მმართველი გუნდი ოპონენტებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომელიც კრძალავს ე.წ. კონტრაქციების ჩატარებას და აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არჩევნების კორექტულად და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე.