ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება. როგორც  კომპანია ”ყაზტრანსგაზ თბილისში” აცხადებენ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება:

საბურთალოს რაიონში, საირმის ქ.№51, 69, ცაგარელის ქ.№34/36, 71, შმიდტის ქ.№74, 100-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ალ.ყაზბეგის გამზ.№16-ის ტერიტორიაზე მდებარე შპს „ავერსის კლინიკას“, შპს „მედალფას“, სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრს“, საირმის ქ.№84-ში მდებარე №1 ექსპერიმენტულ სკოლას და სხვა იურიდიულ პირებს.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 16 სექტემბერს, 11 :00 სთ – დან 18:00 სთ – მდე გაზმომარაგება შეუწყდება ასევე საბურთალოს რაიონში, მინდელისა და პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩების მოსახლეობას, მინდელის ქუჩის მიმდებარედ სოფ. აგარაკების კერძო დასახლებას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ იურიდიულ პირებს (შპს „მაგთი“, სს „თი-ბი-სი“ ბანკი“, სპეცდანიშნულების უშიშროების საწვრთნელ ბაზას, თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, იმუნური თერაპიის ცენტრს, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ცენტრალურ ოფისს და სხვ.).

”შპს “ყაზტრანსგაზ თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ- თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....