”რესპუბლიკური პარტია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმების თაობაზე პრემიერის შეთავაზებას ეხმაურება:
”ჩვენ ყველა მსგავს ინიციატივას შევუერთდით წარსულში და მომავალშიც დავუჭერთ მხარს, მიუხედევად იმისა, ვინ არის ინიციატორი ან ხელმომწერი. რეალობა გვანახებს ვინ არის ამ პრინციპების ერთგული და ვისთვისაა ეს ერთდღიანი პიარაქცია. თუმცა ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას აკისრია”, – აცხადებენ ”რესპუბლიკურ პარტიაში”.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.