ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ჩანაწერების გავრცელების გამოძიებას შესაბამისი დრო სჭირდება“

ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით,“ ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სხვისი პირადი კომუნიკაციის გავრცელება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს:

„24 საათი არც ერთი დანაშაულის გამოსაძიებლად არ არის ადეკვატური დრო. სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი დრო დასჭრიდება იმისთვის, რომ პასუხები მივიღოთ. მეც თქვენთან ერთად ველოდები შედეგებს. მეც მაინტერესებს, საიდან აღმოჩნდა ეს ჩანაწერები საჯარო სივრცეში. გავრცელება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფორმაა, თუმცა მგონია რომ თვითონ შინაარსიც ძალიან საინტერესოა,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი. ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

იტვირთბა....