ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი, იმას აკეთებენ“

“უსუფაშვილი – რესპუბლიკელების”  მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ კორძაია “რესპუბლიკელების” მიმართ ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს:

“ბატონი ივანიშვილი როდესაც ამდენ დროს უთმობს „რესპუბლიკურ პარტიას“ და ძალიან აღელვებული ცდილობს ისაუბროს იამზე, რომ ჩვენ ვტყუით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად სიმართლეს ვლაპარაკობთ. როდესაც ჩვენ უსამართლოდ გვირტყამენ, ჩვენ ბევრ ინფორმაციას გავახმოვანებთ და ვილაპარაკოთ საჯაროდ და ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ბიძინა ივანიშვილს. იცით როგორ მიიღება გადაწყვეტილებები იმ გუნდში,“ რესპუბლიკური პარტიისგან“ განსხვავებით, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი, იმას აკეთებენ და ისინი არასდროს არაფრის საქმის კურსში არ არიან  იმიტომ, რომ მოლაპარაკებებს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი აწარმოებდა ყოველთვის, ისინი ერთპიროვნულ მმართველს ემორჩილებიან, როგორც ფეოდალს და რა თქმა უნდა, ორგანულად მიუღებელნი გავხდით მათთვის “ – განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ყოფილმა პრემიერმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი პრემიერ ღარიბაშვილთან დაპირისპირებული იყო.

იტვირთბა....