საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის არ შეიცვლება და და 37 000-მდე დარჩება, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იყვნენ.
“გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არა უმეტეს 37 000-სა. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი შეთანხმება პარლამენტთან”, – განაცხადა სხდომის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ.
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც იმსჯელეს.