ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

საქართველოში ამერიკულ ფილმს იღებენ

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეოთხე პროექტი ხორციელდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი პროექტის, ამერიკული დრამის „კლოუნის“ გადაღებები საქართველოსა და ნორვეგიაში განხორციელდება და გადაღებების პროცესი 8 თვის განმავლობაში, 2016 წლის 8 აგვისტოდან, 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისისა და რუსთავის ტერიტორიები შეირჩა.

ფილმში ერთ-ერთი მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს. მხატვრული ფილმის რეჟისორი (Anthony Lucero) ქართულ საპროდიუსერო კომპანია „მისთი დონისთან“ აქტიურად ითანამშრომლებს.

სამინისტროს ინფორმაციით ფილმის გადაღებების ფარგლებში საქართველოში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელშიც უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობები – ნუცა კუხიანიძე და ქეთი მჭედლიშვილიც მონაწილეობენ.

იტვირთბა....