ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 30 აგვისტოს გადაწყვეტილება , რომლის მიხედვით სამტრედიის ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ყოფილი პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული. თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობრივი გადამეტება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ,  სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

იტვირთბა....