ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე განიხილება საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები.
საკითხებზე მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სხდომაში სტრასბურგში ვიზიტის გამო არ მონაწილეობს. ასევე საქართველოში არ იმყოფება საბჭოს კიდევ ერთი წევრი – პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში სხდომას ბოლოჯერ ესწრება ირინა იმერლიშვილი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.