ახალი ამბები მთავარი სამართალი

გოდერძი თევზაძის ადვოკატმა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებული ესპერტიზის პასუხები წარადგინა

გოდერძი თევზაძის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები წარმოადგინა.

„გარდაცვლილ დემურ სტურუას სხეულზე არსებობს მცირე დაზიანებები, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე აქვს მიყენებული, მაშინ როცა გოდერძი თევზაძესა და დემურ სტურუას ბოლო შეხვედრიდან 22-საათიანი შუალედი არსებობს“,- განაცხადა ლედი ტუკვაძემ.

როგორც გოდერძი თევზაძის ადვოკატი ამბობს,  დემურ სტურუას სიკვდილი 8 აგვისტოს დადგა, სტურუას წერილში კი  7 აგვისტო აქვს მითითებული.

ადვოკატის თქმით, გამოჩნდა ორი მოწმე, რომელთა გამოკითხვის პროცესი უკვე დაიწყო.

იტვირთბა....