ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უსუფაშვილს ღარიბაშვილთან ჰქონდა პრობლემები“

ყოფილმა  პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებაზე, რომ მას 2015 წელს პრემიერობას სთავაზობდნენ,  კომენტარი გააკეთა:

„აბსოლუტური სიცრუეა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და პრემიერ-მინისტრი უსუფაშვილი. ესეც აბსოლუტური სიცრუეა, რომ კვირიკაშვილი მისი აღმოჩენილია. ერთადერთს, რასაც კვირიკაშვილთან დაკავშირებით გავიხსენებდი, როდესაც კვირიკაშვილი პრემიერი გახდა, რამდენიმე თვის შემდეგ უსუფაშვილი გახარებული იყო, რომ ასეთი კარგი პრემიერი იყო კვირიკაშვილი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც მან განაცხადა,  უსუფაშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან პრობლემები ჰქონდა :

„მას პრობლემები ჰქონდა ღარიბაშვილთან. ღარიბაშვილიც ძალიან კარგი პრემიერი იყო. მას ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო. უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა, თუმცა გამოუცდელი მოვიდა. უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა და ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. რა თქმა უნდა, მას არაფერი კავშირი არ აქვს, რომ კვირიკაშვილი მიკარნახა, ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი, საოცრებაა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი 2015 წელს პრემიერობას სთავაზობდა.

იტვირთბა....