„ეს არის ბოლო შემოდგომა და, რა თქმა უნდა, კუთხეში არიან შეყრილები,“-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, რაჭაში:
„ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი მაგათ არ აქვთ, რომ ხელისუფლება აიღონ, 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და მაგათი უკეთესი შედეგი ათი კაცია, შესაბამისად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, უარესი შედეგი შეიძლება მაგათი ისიც იყოს, რომ საერთოდ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ამიტომ, ერთადერთი, რაზეც შეიძლება, აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რომ ძალით რაღაც რევოლუცია მოახდინონ და ის კაცი უკრაინიდან დაუფარავად გვმოძღვრავს, თავისუფალი მედიის „რუსთავი 2“-ის დირექტორიც ნახეთ, რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს, შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ და ვერაფერსაც ვერ იზამენ, მცდელობა ექნებათ ძალიან დიდი, იქნება პროვოკაციები, ალბათ, მაგრამ მე ვფიქრობ, იქნება უფრო მინი პროვოკაციები, მეტი რესურსი მათ არ გააჩნიათ, თუმცა მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად უნდა გააკეთოს მობილიზაცია, რომ ეს მცირე პროვოკაციებიც თავიდან ავიცილოთ. ”-განაცხადა ივანიშვილმა.