დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის ახლობლები ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
გოდერძი თევზაძის ახლობლები განმარტავენ, რომ თევზაძე დემურ სტურუას თვითმკვლელობაში დამნაშვე არ არის. ბრალდებულის მეუღლემ ოლქის პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა.
ირმა ბოლოთაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა და ის შიმშილობას აპირებს იქამდე , ვიდრე სიმართლე არ დადგინდება.
შეგახსენებთ, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე, რომელიც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული, გუშინ გამოძიებას ჩაბარდა. ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. როგორც მან სამართალდამცველებთან ჩაბარებამდე განაცხადა, დემურ სტურუასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ისეთი, როგორც უბნის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს მოქალაქესთან.