ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ჰილარი კლინტონი შესაძლოა მოწამლეს„

ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, ბენეთ ომალუს ვარაუდით,  “დემოკრატიული პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, შესაძლოა, მოწამლეს, -ინფორმაციას ” washington post ” ავრცელებს.

მეცნიერი კლინტონის შტაბს მოუწოდებს, კლინტონის სისხლში შხამის შემცველობის თაობაზე სინჯები აიღონ. ამავდროულად, ომალუ საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე წერს, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს არ ენდობა, რადგან მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

 

შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონი 11 სექტემბრის ტერაქტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეუძლოდ გახდა. მას ექიმებმა პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთლეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის გაგრძელება დროებით ვეღარ შეძლო.

იტვირთბა....