ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიის კონფლიქტის შედეგად 300 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,  2011 წლის მარტიდან დღემდე სირიის კონფლიქტის შედეგად 300 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 86 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე,  15 ათასზე მეტი ბავშვი და 10 ათასი ქალია.

გაერო და მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები სირიაში სისხლისღვრის შეწყვეტას არაერთხელ შეეცადნენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, სერგეი ლავროვსა და ჯონ კერის შორის სირიის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მსჯელობა დაიწყო.  შეთანხმების თანახმად, ყველა მხარე ვალდებულია 12 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის გახანგრძლივებას ხელი შეუწყოს.

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმის შემდგომ, მცირე ინციდენტები მაინც დაფიქსირდა. ზოგიერთი მეამბოხე დაჯგუფება სამშვიდობო შეთანხმებას არ შეუერთდა.

 

იტვირთბა....