პაატა ბურჭულაძის ყოფილი თანაგუნდელის ხათუნა ლაგაზიძის გამოკითხვა დასრულდა. პოლიტოლოგმა პროკურატურას მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ლაგაზიძის თქმით, გამოკითხვა შეეხო „სახელმწიფო ხალხისთვის“ აჭარის რეგიონის სიის პირველ ნომერს გიორგი კალაძეს, რომელიც ლაგაზიძის განცხადებით, კრიმინალური მენტალობის მქონე პირია, ზედმეტ სახელად „კალოშა“.
ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან გიორგი რუხაძის წასვლის ფაქტიც შეაფასა და განაცხადა, რომ რუხაძე არ იქნება ბოლო ვინც პარტიას დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ მას ბურჭულაძის პარტიიდან საფრთხე ემუქრება.