ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7426 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1312 მილიონი აშშ დოლარი იყო (10 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6114 მილიონი აშშ დოლარი (23 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 4802 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.

იტვირთბა....