aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მოუწევს იმის დაბრუნება, რაც დასაბრუნებელი აქვს“: რას პასუხობს ბურჭულაძე ლაგაზიძის ამ ბრალდებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

„პაატა ბურჭულაძეს მაინც მოუწევს იმის დაბრუნება, რაც დასაბრუნებელი აქვს“,-ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი, ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს:

„თუ ბურჭულაძეს სინდისის ნატამალი მაინც შერჩა, გამოვიდეს დღეს “იმედის” ეთერში და თქვას, რა გავაკეთეთ მე და ჩემმა ოჯახმა პარტიისთვის. მაინც მოუწევს მოყოლა და იმის დაბრუნება, რაც დასაბრუნებელი აქვს!“-წერს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რომ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. მიზეზად საარჩევნო სიის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირების ზეწოლით შედგენა და ბურჭულაძის მიერ პარტიის გაყიდვა დაასახელა.

პაატა ბურჭულაძემ ხათუნა ლაგაზიძის ამ და სხვა ბრალდებებს „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა. როგორც მან განაცხადა, ალბათ ლაგაზიძე პარტიის ვიზიტებისას მის კუთვნილ სასტუმროში წევრების დაბინავებას გულისხმობდა:

„ეტყობა მხედველობაში აქვს ის, რომ დასავლეთ საქართველოში რომ ჩავდიოდით, მისი ოჯახის სასტუმროში ვჩერდებოდით. რამე ანგარიშს თუ წარმოგვიდგენს, სიამოვნებით გადავუხდით.“-განაცხადა ბურჭულაძემ.

იტვირთბა....