უკრაინაში ომს თვალს შეშფოთებით ვადევნებ, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა.
„ომი პრობლემებს არ აგვარებს, არამედ მათ ამწვავებს. ის უსაფრთხოებას არ ქმნის, არამედ ტანჯვასა და სიძულვილს ამრავლებს“, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინაში მიმდინარე ომის „მკვეთრი გამწვავება“ დაგმო.
„იქ, სადაც რაკეტები და დრონები ცვივა, იმედები ქრება, სახლები, სამლოცველო ადგილები და ადამიანების სიცოცხლე ნადგურდება“, – აღნიშნა ლეო XIV-მ.

