ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰილარი კლინტონმა პნევმონიის გამო წინასაარჩევნო ტურნე გააუქმა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა თავისი წინასაარჩევნო გრაფიკი პნევმონიის დიაგნოზის გამო შეცვალა, -ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი  ავრცელებს.

ორშაბათს კლინტონი  წინასაარჩევნო ტურნეში უნდა გამგზავრებულიყო კალიფორნიასა და ნევადაში, თუმცა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბმა გამგზავრება გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 სექტემბრის ტრაგედიის სამგლოვიარო ცერემონიაზე ჰილარი კლინტონმა თავი ცუდად იგრძნო. მას კინაღამ გული წაუვიდა და სასწრაფოდ შინ წაიყვანეს. ექიმმა მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვა. პრეზიდენტობის კანდიდატს ანტიბიოტიკები დაუნიშნეს და გრაფიკის შეცვლა ურჩიეს, რათა მეტი დაისვენოს.

 

იტვირთბა....